ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში.
ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს მოედო, შემდეგ კი მიტოვებულ შენობებზე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, თუმცა ამ დრომდე ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. უკვე დაიწვა რამდენიმე მიტოვებული შენობა. არის საშიშროება ცეცხლი დასახებულ პუნქტებზე გაავიდეს, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი ეკიპაჟების მობილიზებას უკვე ახდენს. ქრობის პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.