ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში. ხუთის ლოკალიზება კი გვიან ღამემდე მოხერხდა. ამ წუთებში ხანძარს ებრძვიან საჩხერეში, ჭიათურასა და ხარაგაულში, სადაც ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილებზეა გავრცელებული. გუბერნატორის ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში იყო, სადაც დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა. ადგილზე 40-ზე მეტი მეხანძრე მაშველი მუშაობდა.