ხანძარი ესპანეთში

ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ტენერიფეს პოლიციაში მიაჩნიათ, რომ კუნძულზე ხანძრები განზრახ გააჩინეს. როგორც კანარის კუნძულების ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, გამოძიებას რამდენიმე ვერსია აქვს და არიან დაკავებულებიც. ტენერიფეზე ხანძრები უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს. დამწვარია 12 800 ჰექტარი ტყის მასივი, რაც კანარის კუნძულების დაახლოებით 6%-ია. ცეცხლის ლიკვიდაციაში ჩართულია 400 მეხანძრე და სამხედრო, ასევე 23 ვერტმფრენი. მეხანძრეები აცხადებენ, რომ ბოლო საათებში წარმატებას მიაღწიეს და ვითარება უახლოეს ხანში დასტაბილურება.რეგიონიდან ევაკუირებული 12 000 მოქალაქიდან ნაწილს სახლებში დაბრუნების უფლება უკვე მისცეს. ტყის ხანძრებით დაზარალებულ კუნძულზე დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა. პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ უახლოესი საათები სტიქიასთან ბრძოლისთვის გადამწყვეტი იქნება. მისივე თქმით, ესპანეთის მინისტრთა კაბინეტი ხანძრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს კატასტროფის ზონად გამოაცხადებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება.