ხანძარი დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე უკვე ლიკვიდირებულია. დამწვარია 3 000 კვ.მ. სასაწყობე ფართი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 12 ჯგუფი მუშაობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიიდან, 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება დაწყებულია.