ხანძარი ბორჯომში

ბორჯომის რაიონში ხანძრის ლოკალიზება ისევ გართულებულია. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი კიდევ უფრო მეტ ფართობზე გავრცელდა. ადგილზე მუშაობს ცოცხალი ძალა. ჩაქრობის პროცესში ჩართულია ასევე სამი ვერტმფრენი. ხანძარი მიუდგომელ ადგილზე გაჩნდა, რის გამოც ძირითად კერებამდე სპეციალური ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.