ხანძარი ნაფეტვრებში

ხანძარი იყო ნაფეტვრებში.

ცეცხლი ბუჩქნარს მოედო და ეზოებშიც გავრცელდა. იყო სახლებზე გადასვლის საშიშროებაც, მაგრამ მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერები აღარ არის, თუმცა მეხანძრეები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე სასწრაფო და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ოფიციალურიო ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.