სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის ყველა კერა ლოკალიზებულია.
ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. დამწვარია ორ ჰექტრამდე ტყის ფართობი. რთული რელიეფის გამო სტიქიის ზონაში სახანძრო ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართული იყო ცოცხალი ძალა. ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს 100-მდე მეხანძრე-მაშველი და მეტყევე. სტიქიის ზონა გიორგი მღებრიშვილმა დაათვალიერა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და როგორ მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები – ნინო ფისაძე დეტალებით.