ხანძარი ამბროლაურში

ხანძარია ამბროლაურშიც. სოფელ აბარის ტყეში ცეცხლის კერების ნაწილი ამ დროისთვის უკვე ჩამქრალია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ტყემდე მანქანებით გადაადგილება შეუძლებელია, ამიტომ მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალით ცდილობენ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძრის  გავრცელების  საშიშროება არ არის.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს და ხმელ ფოთოლს უკიდია.