მხარდაჭერის სახლი არის ადგილი ქალაქ გორში, სადაც ხანდაზმული ადამიანები იკრიბებიან. აქ მათთვის სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ჩვენა მოქალაქეებმა მარტოობა „ჯანსაღი დაბერების ცენტრში“ მისვლით დაძლიეს და სხვადასხვა აქტივობაშიც ჩაერთვნენ. გორის მუნიციპალიტეტში ამ პროექტს „ჰილს ვერგ ინტერნეიშენლის“ პარტნიორი ორგანიზაციები ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებენ. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გორის მუნიციპალიტეტის მერიაც.
ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი.