ყრილობა ჰქონდა “ხალხის პარტიასაც”. შეხვედრა საქართველოს ეროვნული ჰიმნით გახსნა. პოლიტიკურმა გაერთიანებამ დღეს პოლიტსაბჭოს 4 ახალი წევრი აირჩია. გენერალურ მდივნად კი მამისა ჯაფარაიშვილი დანიშნეს.
პარტიის წევრებთან განვლილი წლის შეჯამებითა და ახალი გეგმებით წარდგა პარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე. მისი თქმით, ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენენ, თუმცა, სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.