ახალი საარჩევნო ბლოკი

სამმა ორგანიზაციამ – „ხალხის პარტიამ“, საზოგადოებრივმა მოძრაობა „დემოკრატიულმა საქართველომ“ და „ქართულმა დასმა“ – ერთ ბლოკად გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ გააკეთა. მისი განმარტებით, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში ერთიანი საარჩევნო სიით, კოალიცია „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის“ სახელით იქნებიან წარმოდგენილები. დღევანდელ პრეზენტაციაზე ჯონდი ბაღათურიას გვერდით ხალხის პარტიის თავმჯდომარე, იურისტი ლექსო კობაიძე და საზოგადოებრივი მოძრაობა „დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი, დავით ოსეფაშვილი იყვნენ. როგორც კოალიციის წევრებმა განაცხადეს, დღეიდან ისინი აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებენ, ხოლო ორ დღეში თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას გეგმავენ.