პატიმრის გარდაცვალების საქმე

უფლებადამცველებმა ალექსანდრე კობაიძემ და გიორგი კვაბზირიძემ ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებთან ერთად, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან აქცია გამართეს და განცხადება შეიტანეს.

ადვოკატები ხონის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებასა და აღნიშნული საქმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენცურ სამსახურში აცხადებენ, რომ ხონის ფსიქიატრიული კლინიკა მათ დაქვემდებარებაში არ არის და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაკეთებულა.