„ხალხის პარტიის“ ყრილობა

„ხალხის პარტიამ“ მეშვიდე, რიგგარეშე ყრილობა გამართა და პოლიტსაბჭოს წევრები აირჩია.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელი, ლავრენტი ალანია, ხოლო საბჭოს წევრებად სხვადასხვა პროფკავშირის 8 წარმომადგენელი აირჩიეს. როგორც აცხადებენ, მათი მუშაობის მთავარი მიზანი დამსაქმებელთა უფლებების დაცვა იქნება.