ხადას ხეობაში ცოლ-ქმრისა და მათი მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებამდე, 19 წლის მწყემსის შესახებ მედიასთან ადგილობრივებმა ისაუბრეს. მათი განცხადებით, ბრალდებული არ იყო ადგილობრივი. მან ტურისტებს ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა მიასწავლა, შემდეგ კი ამავე ტურისტების სამძებრო ოპერაციაშიც მონაწილეობდა.