ბათუმის კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი მუშაობის განახლების უფლების მოთხოვნით ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ისინი აღსაზრდელების მისაღებად მზად არიან და გათვალისწინებული აქვთ ყველა რეკომენდაცია.
საბავშვო ბაღის ამ ეტაპზე გახსნას სარისკოდ მიიჩნევენ ჯანდაცვის სამინისტროში. როგორც თამარ გაბუნია აცხადებს, მიზანშეწონილია, საბავშვო ბაღები სკოლებში სწავლის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიხსნას, რადგან ამ დროში მათ გარკვეული წარმოდგენა შეექმნებათ, რა შედეგს გამოიღებს კონკრეტული შეზღუდვების მოხსნა.