კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ბინის ახალი მფლობელის, დარეჯან დვალის ადვოკატის განცხადებით, მარინა ხატიაშვილს უძრავ ქონებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნებენ. წერილობითი შეთანხმება გუშინ გვიან საღამოს გაფორმდა. თავად მარინა ხატიაშვილის განცხადებით, შეთანხმება თანხმდება და დოკუმენტს ხვალ ნოტარიულად დაამოწმებს. ხატიაშვილის განმარტებით, მას 90 000 ლარის გადახდა უწევს, თანხის ნაწილი ჰქონდა, ნაწილის მობილიზებას კი ახლა ცდილობს. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე აქციაზე დაკავებული პირების განთავისუფლება და ჯარიმების თანხის მობილიზებაა პრიორიტეტული. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, თბილისში, კეკელიძის პირველი ნომრიდან გამოასახლა ოჯახი. გამოსახლების პროცესში პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.