საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

საპროტესტო აქცია იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები და კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მხარდამჭერები გათავისუფლებას ითხოვენ, რომელთაგან ერთ-ერთი – აკაკი ჩიქობავა სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია. აქციის მონაწილეთა ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილები,  ნაწილს კი უნივერსიტეტის კანცელარიის შენობა აქვს დაკავებული.