გამოსახლების პროცესი კეკელიძის ქუჩაზე

ხმაურია თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო გასახლების პროცედურას ატარებს. საქმე ეხება მარინა ხატიაშვილის ოჯახს, რომელსაც მევახშისგან გარკვეული თანხა ჰქონდა აღებული. აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმე ბიუროში 2018 წელს შევიდა. მათი თქმით, გასახლების პროცედურა ამ დროის განმავლობაში ხუთჯერ გადავადდა. პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები და გასახლებას აპროტესტებენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, მათ ათამდე პირი დააკავეს.