კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი

ქონებრივი დავა, რომელსაც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების ხმაურიანი პროცესი მოჰყვა, შესაძლოა მხარეთა შორის მორიგებით დასრულდეს.

გამსესხებელი თანახმაა, რომ მსესხებლისგან 90 000 დოლარის ოდენობის თანხის მიღების შემთხვევაში 108 კვადრატული მეტრი ფართის ბინა ძველ მეპატრონეს დაუბრუნოს. პოზიცია ადვოკატის საშუალებით გახდა ცნობილი. თავის მხრივ ბინიდან გამოსახლებული მარინა ხატიაშვილი თანხის მობილიზებას აპირებს. თუმცა მსესხებელმა ეს განცხადება დღევანდელ სასამართლო პროცესამდე გააკეთა.

შეცვლის თუ არა დაზარალებულის პოზიციას მოსამართლის ხმაურიანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დეტალებს ბელა ზაქაიძე არკვევდა.