წარმოგიდგენთ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელს, რომელიც მალე შეიძლება ნასოფლარი გახდეს. ამის მიზეზი ადგილობრივების განცხადებით ბევრია. ეს არის სოფელი კასრისწყალი. დედოფლისწყაროდან 40 კილომეტრში მდებარეობს, თუმცა ახმეტის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადრე სოფელს 700 ჰექტარი საძოვარი ჰქონდა ახლა კი მხოლოდ 50 დარჩა. მათი ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა. წლების განმავლობაში ადგილობრივები ითხოვდნენ, სოფლის საძოვრები იჯარით გადასცემოდათ, ახლახანს კი გაიგეს რომ 310 ჰექტარი ფართობი 49 წლიანი იჯარით უკვე გაცემულია. საძოვრების პრობლემის გარდა სოფელში მოუგვარებელია ინფრასტრუქტურა. არსებობს თუ არა კასრისწყალის მცხოვრებლების პრობლემების მოგვარების გეგმა უცნობია. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, არგუმენტით რომ არ სცალია.
ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი.