ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე მოწყობილი ტურისტული ზონა. „ენგური ატრაქცია“ ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს სიახლეებს ყოველ წელს სთავაზობს. ახალი ლოკაციის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. შარშანდელთან შედარებით, წელს ტურისტების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი საფეხმავლო ტური, კაშხალზე ავტობუსით გადასვლა და საგვირაბო სისტემების დათვალიერება – „ენგური ატრაქციის“ ტურები და კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ტურისტული ზონა „მოამბის“ ობიექტივში კიდევ ერთხელ მოხვდა.