ბათუმი წლის ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებაში დასახელდა

ბათუმი 2024 წლის ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დასახელდა. ორგანიზაცია European Best Destinations- ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბათუმი, ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორის, მეხუთე ადგილს იკავებს. სამოგზაურო პლატფორმა მოგზაურებს 2024 წლისთვის საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, შვეიცარიის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად, ბათუმში მოგზაურობას ურჩევს. „უსაფრთხო, მწვანე, მეგობრული, რომანტიკული, მდიდარი გასტრონომიით – ბათუმი 2024 წლის ყველაზე მოდურ ტურისტულ მიმართულებად გვევლინება მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპაში საუკეთესო ფასად, საუკეთესო გამოცდილების მიღებით არიან დაინტერესებულები,“ ნათქვამია სტატიებში, რომლითაც პრესტიჟული გამოცემები სამოგზაურო პლატფორმის რეიტინგს ეხმაურებიან. სამოგზაურო პლატფორმამ 2024 წლის ევროპის ტრენდული მიმართულებები, მსოფლიოში მილიონზე მეტი მოგზაურის გამოკითხვის შედეგად დაასახელა.

European Best Destinations-ი ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელმაც 2020 წელს ბათუმი ევროპის უსაფრთხო მიმართულებებს შორის, ხოლო 2022 წელს „ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად“ დაასახელა.