კარლ ჰარცელის გამოხმაურება

მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტური ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლსა და ბალანსს, საჭიროებს მაქსიმალური სიფრთხილით და გამჭვირვალობით მოპყრობას, რაც გასული წლის ბოლოს ვერ ვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ფუნდამენტურია, რომ ასეთმა ინსტიტუტმა სათანადოდ იფუნქციონიროს.