ევროკავშირის ელჩის შეფასება

ევროკავშირი საქართველოსგან ევროკომისიის დასკვნაში ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულებას ელოდება.

კარლ ჰარცელი საქართველოსთვის დღეს გაცემული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ქვეყანას ეუბნება, რომ შემდგომ საფეხურზე ასასვლელად ახლა ბურთი მის ხელშია. პირობების დაკმაყოფილებაზე საუბრის დროს განსაკუთრებული აქცენტი პოლიტიკურ პოლარიზაციაზე კეთდება. ევროკავშირის ელჩი პოლიტიკურ ძალებს მიუთითებს, რომ ევროკომისიის მიერ მოთხოვნილ რეფორმებზე ახლა ერთობლივი მუშაობა და გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო. ამავე დროს ჰარცელი საქართველოს მიმართ უკრაინისა და მოლდოვისგან გასხვავებული მიდგომის გამოყენებას სერიოზულ გზავნილად მიიჩნევს.

 

დატოვე კომენტარი