„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. განხილვა აქციებისა და პარლამენტში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიცია. თუმცა, განხილვის პროცესში ისმოდა მწვავე განცხადები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიზანი ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაა. მმართველი გუნდი კი ინიციატივას ისევ არასამთავრობო და მედიასექტორის ფინანსური გამჭვირვალეობის აუცილებლობით ხსნის. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ოპოზიციას საკომიტეტო მოსმენის დროს სათანადო არგუმენტებით დაასაბუთოს, რატომ არის კანონპროექტი რუსული.
პროცედურის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი ახლა ისევ კომიტეტში დაბრუნდება.