სადავო კანონპროექტზე მეორე მოსმენით მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განახლდება. დეპუტატებმა დოკუმენტი მუხლობრივად უნდა განიხილონ. კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს ოპოზიცია, რომლის ნაწილი განხილვაში მონაწილეობას აანონსებს, ნაწილი კი საპროტესტო რეჟიმში დარჩენას გეგმავს.
უმრავლესობის განმარტებით კი, არ არსებობს მიზეზი, რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო რაიმე ფორმით ევროპას დააშოროს.