პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს აკრიტიკებს.
მოქალაქეობის მინიჭება-ჩამორთმევის პროცესში სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება მცირდება. სამაგიეროდ იზრდება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ფუნქციები.
მოქმედი კანონის შეცვლას ავტორები ახალი კონსტიტუციით ხსნიან. არგუმენტი არადამაჯერებელია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისთვის, რომელიც პროექტს მიღმა პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლის კვალს ხედავს.