ფერმერები სოფლის მეურნეობის სფეროში შექმნილ პრობლემაზე ალაპარაკდნენ.
საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის შეზღუდვაზე. ფერმერთა ასოციაციის აზრით, გადაწყვეტილება ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს. ფერმერები ბანკებიდან ფინანსების მოძიების კუთხით შექმნილ სირთულეებზეც მიანიშნებენ. თუმცა ხელისუფლება მორატორიუმის გადახედვას ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე და ორგანული კანონის დამტკიცებამდე არ გეგმავს.
ბიზნეს-ომბუდსმენთან შეხვედრას სანდრო ჯუფალაკიანი დაესწრო.