პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს პოლიტიკური დებატებით გაიხსნება. დღესვე იგეგმება სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვაც. გუშინ კანონპროექტი თითქმის 12-საათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ იურიდიულ კომიტეტზე პირველი მოსმენით მიიღეს. ხმაურიანი მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში აქციის ფონზე მიმდინარეობდა. იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.
პოლიტიკურ მხარეთა პოზიციებით საკანონმდებლო ორგანოდან თეონა მანაგაძე შემოგვიერთდება.