კანდიდატების წარდგენას განაგრძობს პარტია „თავისუფალი საქართველო“. კახა კუკავამ იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობისა და ქუთაისის მერობის კანდიდატი დაასახელა. ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს ოლქში, გოგი წულაია იბრძოლებს, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი, ექიმი ელგუჯა ხიშტოვანია, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის კანდიდატი მურმან ნებიერიძეა. დღესვე წარადგინეს ქუთაისის მერობის კანდიდატი, გაგა გოგრიჭიანი. კახა კუკავამ პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო ისევ ქუთაისში უნდა დაბრუნდეს.