კანადა უკრაინას დაახლოებით ექვსი მილიონი დოლარის ღირებულების ლეტალურ იარაღს მიაწვდის და 393 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „კანადისა და ჩვენი სხვა პარტნიორების ამ მხარდაჭერის მიზანია, გადავაფიქრებინეთ რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიის გაგრძელება“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ მედიასთან საუბრისას. აღსანიშნავია, რომ 5 თებერვალს, კანადამ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობა და სადაზვერვო მოწყობილობები გაუგზავნა.