უშიშროების საბჭოს სხდომა

უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის „დამოუკიდებლობა“ რუსეთმა ყირიმის ანექსიიდან თითქმის რვა წლის თავზე აღიარა.  პუტინის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, უკრაინის ხელისუფლებამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.  გაკეთდა მწვავე განცხადებები, უკრაინის წარმომადგენელმა რუსეთი მინსკის შეთანხმებებიდან ცალმხრივად გასვლაში დაადანაშაულა  და  უკრაინის რეგიონების დამოუკიდებლობის გაუქმება  მოსთხოვა. უკრაინელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კიევის მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის. თავის მხრივ, რუსეთის ელჩმა კიევს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობის   წინააღმდეგ აგრესიაში დასდო ბრალი. მწვავე იყო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის განცხადებები, მან რუსეთი უკრაინაში ინტერვენციის შემთხვევაში დიდი ადამიანური მსხვერპლის  შესახებ გააფრთხილა. პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, ამერიკა პარტნიორებთან ერთად, რუსეთისთვის სანქციების გამოქვეყნებას დღიდან იწყებს.