რუსეთის დუმის გადაწყვეტილება

მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული. სანამ დასავლეთი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას გმობს, დუმაში უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, ლუგანსკისა და დონეცკის „დამოუკიდებლად აღიარების“ საკითხს განიხილავენ. ქვეყნის რა ნაწილზე გაზრდის საკუთარ გავლენას რუსეთი. დეპუტატები პრეზიდენტის გადაწყვეტილების მხარდაჭერას ელოდებიან. ამ წუთებში, უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „ორმხრივი მეგობრობის და ურთიერთდახმარების“ შესახებ დოკუმენტის რატიფიცირებაზე მიმდინარეობს მსჯელობა.