კამპანია „იცურე მშვიდად“ წევრები ხელისუფლებისგან მდინარე მტკვარზე უსაფრთხოების წესების დაცვას მოითხოვენ.
მონაწილეები დღეს სამგორის რაიონში, თეკლა ბატონიშვილის ქუჩაზე, მტკვრის იმ სანაპიროზე იმყოფებოდნენ, სადაც ერთი თვის წინ ორი ახალგაზრდა, 20 და 24 წლის ძმები დაიხრჩვნენ.
კამპანიის წევრები ხელისუფლებისგან მდინარე მტკვარზე უსაფრთხოების წესების დაცვასა და მტკვრის სანაპიროზე რეკრეაციული ზონების გაკეთებას მოითხოვენ.