კამიკაძე-დრონები - საჰაერო ომების ახალი ტაქტიკა ახლო აღმოსავლეთში
კამიკაძე-დრონები - საჰაერო ომების ახალი ტაქტიკა ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების რიცხვს , 2015 წლიდან  იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომიც ემატება, რომელიც დღემდე გრძელდება, თუმცა წლების განმავლობაში მიმდინარე ეს კონფლიქტი ივლისში, შეიძლება ითქვას, თვისობრივად „ახალ დონეზე“ ავიდა და არაბულ კოალიციას, რომელიც მხარს სუნიტურ დაჯგუფებას უჭერს,  ერთგვარად, უკან დახევაც მოუწია იემენელი ჰუსიტების წინაშე.

ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში იემენელმა ჰუსიტებმა შეძლეს მნიშვნელოვანი დარტყმა მიეყენებინათ საუდის არაბეთისთვის კამიკაძე-დრონების გამოყენებით, რაც, ბოლო დროს, ერთგვარ ტრენდადაც იქცა.

გასულ თვეში საუდელების აეროპორტ ჯიზანას Qasif-K2- ით დაბომბვისას , მთლიანად  განადგურდა 50X17 მ-ზე ფართობის შენობა და საუდელთა უპილოტი საფრენი აპარატების სადგომი.

ჰუსიტებმა დედაქალაქ სანეში გამართეს საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოფენა-პრეზენტაცია. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ,  ამ პრეზენტაციის ჩასატარებლად დრო არაჩვეულებრივად კარგად აღმოჩნდა შერჩეული: იმ დღეებში გაერთიანებულმა არაბთა ემირეტებმა განაცხადეს, რომ იემენიდან ჯარების გაყვანას იწყებენ.  ამით, ერთგვარად, დადასტურდა იემენელთაინტერვენტთათვის დარტყმების მათსავე ტერიტორიაზე მიყენების სტრატეგიის ეფექტურობა.

კამიკაძე დრონი „Qasif-K2“

უპილოტო საფრენი საშუალებები, ისეთები, როგორც მზვერავი დრონი „Samad 3“ და კამიკაძე დრონი „Qasif-K2“  გამოიყენეს აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტისა და დუბაის აეროპრტის დაბომბვისას. ამავდროულად დარტყმები მიაყენეს საუდის არაბეთის სამხრეთ რაიონებში განლაგებულ სხვა ობიექტებსაც.  ჰუსიტების განცხადების თანახმად, მზვერავი დრონი „Samad 3“-ის ფრენის რადიუსი 1500-დან 1700 კილომეტრამდეა და მას მონაცემთა მიწოდება საკომანდო ცენტრისათვის პირდაპირ შეუძლია.

დრონების გამოყენება სიახლეა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე თავდასხმა არახალია: მაგალითად, 2017 წლის დეკემბერში, აბუ-დაბის ელექტროსადგურზე თავდასხმისას, გამოყენებული იყო  იემენის წარმოების ფრთოსანი რაკეტები. იემენელთა განცხადებით, მათი სარაკეტო შესაძლებლობები წლიდან-წლამდე უმჯობესდება.

ის პერსპექტივა, რომ უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთში ვითარება სტაბილიზაციას დაექვემდებარება, ძნელი წარმოსადგენია და ამ ფონზე საქართველოს, რომელსაც ჩრდილოეთით უშუალო მეზობლად რუსეთი ყავს,  ახლო აღმოსავლეთის უახლოეს კონფლიქტურ რეგიონამდე მხოლოდ 1200 კილომეტრი აშორებს.