ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ტონი მკაცრდება.

ვაშინგტონი თელავივს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის და ანკლავის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა ამერიკის პრეზიდენტის ბოლო ინტერვიუ, რომელიც ღაზაში ისრაელის მოქმედებებს ეხება. არაერთი კრიტიკის და გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელის ხელისუფლება სამოქმედო ტაქტიკის გადახედვას არ აპირებს. უცვლელად რჩება დევნილებით სავსე ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გეგმაც.

ისრაელის მისამართით მუქარის შემცველი გზავნილები არ წყდება ირანიდანაც.