ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისევ რთული ვითარებაა ღაზაში – ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულია რამდენიმე ათეული პალესტინელი, მათ შორის 15 ადამიანი მოკლულია სპორტულ ცენტრში, სადაც ასობით დევნილი აფარებს თავს. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ღაზის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება არაბული ანკლავის ქალაქ ხან-იუნისში, სადაც პალესტინური სამხედრო ჯგუფების მიერ შეირაღების გამოყენებას ისრაელის მხარეს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელის ძალები ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ თავდასხმებს უფრო მეტ გეოგრაფიულ რაიონში გააფართოებს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დათანხმდა ისრაელისთვის ორ ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკის გაგზავნას.

ბოლო მონაცემებით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ 32 623 ადამიანი დაიღუპა, 75 ათასზე მეტი კი დაშავდა.