უთანხმოება აშშ-სა და ისრაელის მთავრობას შორის

ღაზის სექტორში მდგომარეობა კიდევ უფრო მწვავდება.

ანკლავში ისევ მსხვერპლია. „ჰამასი“ ისრაელს ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფი მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, რასაც თელავივი კატეგორიულად უარყოფს. საერთაშორისო ძალისხმევის მიუხედავად, საზავო შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. მეტიც, საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგობის ფონზე ისრაელის პრემიერმა სამხედრო ოპერაციის ჩატარების გეგმა დაამტკიცა ღაზა-ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაჰში. ვაშინგტონიდან თელავივის მისამართით ტონი გამწვავდა. საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ისრაელიდან ამერიკის სენატის უმრავლესობის ლიდერის დღევანდელ რეზონანსულ განცხადებას, რომელიც ჯო ბაიდენმაც გაიზიარა.