ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ვითარება ახლო აღმოსავლეთში ისევ რთულია. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში ისრაელის მხრიდან თავდასხმის შედეგად ღაზაში 85 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში კი გარდაცვლილთა რიცხვმა 31 000-ს გადააჭარბა, დაშავებულია 73 000-მდე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ღაზის სექტორისთვის დახმარების გაწევის თაობაზე შეერთებული შტატების გეგმა ხელს შეუწყობს „ჰამასის“ მმართველობის დაშლას.

შეგახსენებთ, ამერიკა ღაზის სანაპიროზე პორტის აშენებას გეგმავს, რათა ზღვით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი. ეგვიპტე ისრაელთან და „ჰამასთან“ ჩიხში შესული მოლაპარაკებების განახლებას ცდილობს. „ჰამასის“ მეთაურმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ „ჰამასი“ ჯერ კიდევ ეძებს მოლაპარაკებების გზას და მის შეფერხებაში ისრაელს ადანაშაულებს.