ხმაური იყო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჰააგაში მიმდინარე საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებით პარლამენტში საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების მისვლა მოითხოვა.
წულუკიანისა და ზალკალიანის საკანონმდებლო ორგანოში დაბარება გიგა ბოკერიამაც მოითხოვა, რის შემდეგაც მასსა და უმრავლესობის წევრებს შორის კამათი დაიწყო.