ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებულმა დ. ღ.-მ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მისი განცხადებით, ჩვენებაზე უარის მიზეზი საკასაციო სასამართლოში მიმდინარე საქმეა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის გამომძიებელი ირაკლი ფიფიაც გამოიკითხა.