გალერეა „ვანდა“ მოქანდაკე კახი ერაძის ნამუშევრების გამოფენას მაპინძლობს. ეს ხელოვანის პირველი პერსონალური გამოფენაა. ექსპოზიციაზე სახელწოდებით „ობიექტები“ მეტალისა და ხისგან დამზადებულ ოცდაათამდე გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე ნამუშევრებია წარმოდგენილი. ქანდაკებები ძირითადად რკინის ბადისგან არის შექმნილი. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს ოქტომბრის ბოლომდე ელოდებიან.