კოალიცია „ეროვნული ფრონტის“ განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პირდაპირი და ირიბი დაძალება მიმდინარეობს.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას ინფორმაციით, საჯარო და არასაჯარო უწყებებში დასაქმებულებს აშანტაჟებენ და სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან. კოალიციის წარმომადგენლები მზად არიან ყველა ასეთ ადამიანს გაუწიონ სამართლებრივი კონსულტაცია. მათთვის ასევე, მიუღებელია რეგულაციები, რომლებიც არა ვაქცინირებული ადამიანების უფლებებს შეზღუდავს.
ეროვნული ფრონტის განცხადებას გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტრო. მათი თქმით, სამხედროების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მათზე არანაირი სახის იძულება არ ხდება. მათივე განმარტებით, თითოეული სამხედრო არის ინფორმირებული ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.