„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მათი პარტიის, მოძრაობა „თავისუფლების,“„ქრისტიან -დემოკრატებისა“ და „ჰელსინგის კავშირის“ ერთობლივ კანდიდატად გიორგი ანდრიაძე დაასახელა. კუკავას აზრით, მათი კანდიდატი „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღირსეული ალტერნატივაა. კახა კუკავა აცხადებს, რომ გიორგი ანდრიაძე ტრადიციული ღირებულებების მატარებელია, რაც ახლა საქართველოს ქვეყანას სჭირდება.