კახა კუკავა ფოთის მოსახლეობას შეხვდა

„თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მან ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და პრიორიტეტები მიმოიხილა. მისი თქმით, ფოთი, რომელიც საქართველოს საზღვაო ჭიშკარი და ერთ- ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქი უნდა ყოფილიყო, დღეს ყველასაგან მიტოვებულია.

დასაქმების პრობლემა, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია და სოციალური ფონი,- ეს ის საკითხებია, რომელზეც „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ფოთელებთან შეხვედრისას ისაუბრა.

კახა კუკავამ მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა და გამარჯვების შემთვევაში მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.