კახა კალაძემ "ქუჩის მხატვრობასთან" დაკავშირებით განმარტებები გააკეთა
დედაქალაქის მერი “სტრიტ არტის” შემქმნელების მიმართ ჯარიმების შემოღებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
თბილისის მერმა ისაუბრა კანონპროექტზე შენობა-ნაგებობების კედლებზე საარჩევნო მასალისა და სხვა სახის ინფორმაციის განთავსების წესის შესახებ. კანონპროექტის მიზანი შენობა-ნაგებობებზე წლობით არსებული ძველი პოსტერებისა და განცხადებების ნარჩენების პრობლემის გადაჭრაა.