კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს დედაქალაქის გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრა

თბილისის მერი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. კახა კალაძემ  დედაქალაქის გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა და ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა.

მერმა კავკასიის უნივერსიტეტის შენობაც დაათვალიერა. კავკასიის უნივერსიტეტმა 2017-2018 აკადემიური წელი ახალ კამპუსში დაიწყო, შენობა ისტორიულია და  აშენებულია 1909 წელს.

1911-1924 წლებში აქ სომხური სასულიერო სემინარია ფუნქციონირებდა.