22 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, თენგიზ სუხიშვილს გაიხსენებენ. ნაციონალური ბალეტი, ანსამბლის მეორე თაობის ცნობილი ქორეოგრაფისა და მოცეკვავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება. პროგრამა ძირითადად იმ ცეკვებზეა აგებული, რომლებიც წლების წინ თენგიზ სუხიშვილმა შექმნა. წარმოდგენილი იქნება მის მიერ რედაქტირებული ოსური ცეკვა და ახალი ნომრებიც. ქორეოგრაფს, რომელსაც ხშირად ,, საუკეთესო ცერზე მოცეკვავედაც” მოიხსენიებდნენ, 80 წელი შეუსრულდებოდა.