ჯოზეფ ბორელის განცხადება

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინელი სამხედროების საწვრთნელი მისიის გაგრძელება განიხილეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინელი სამხედროები მთელი ფრონტის ხაზზე დიდი ზეწოლის ქვეშ არიან.