„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოკლეტექსტურ შეტყობინების სერვისზე გამარტივებული რეგისტრაცია დანერგა.
მომხმარებელს მარტივად, მობილური ტელეფონიდან 90111-ზე შეუძლია საკუთარი აბონენტის ნომერი გაგზავნოს და დარეგისტრირდეს.
სერვისში ჩართული აბონენტები წინასწარ მიიღებენ ინფორმაციას წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი და მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების შესახებ.